20 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
„21 ოქტომბრის შემდეგ რუსთავი ევროპულ საქართველოს აირჩევს" - ნინო იმედაშვილი

„ევროპული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო იმედაშვილმა მოსახლეობას საკუთარ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. მან სიღარიბის გამოსწორების გეგმებზე ისაუბრა. ნინო იმედაშვილის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში პენსია გაიზრდება. მან ყურადღება სოციალურად დაუცველების პრობლემების მოგვარებაზეც გაამახვილა. ნინო იმედაშვილის თქმით, ისინი 70 ლარიან ალტერნატიულ შემწეობას მიიღებენ.

„ამ სამი თვის განმავლობაში არა ერთ ოჯახში ვიყავი, რომელთაც სახლი ენგრევათ, არა ერთი პენსიონერი გავიცანი, რომელსაც სადილი ენატრება, წამალს ვერ ყიდულობს. „ქართული ოცნების“ მერმა ჯიქიამ ყველაზე მაღალი პრემია აიღო ბოლო ათი თვის განმავლობაში, კვირიკაშვილზე მაღალი პრემია-დანამატი... 21 ოქტომბრის შემდეგ რუსთავი ევროპულ საქართველოს აირჩევს,"- განაცხადა ნინო იმედაშვილმა.

მოსახლეობას პარტიის ერთერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მიმართა, რომელმაც პოლიტიკაში ქალების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ევროპული საქართველო" მოსახლეობას არცერთ შემთხვევაში ტყუილს არ ვაკადრებთ. გვინდა, რომ ყველა ქალაქსა და რაიონში გადავტეხოთ ის სტერეოტიპი, რომელიც ჩამოყალიბებულია დამოუკიდებლობის პერიოდიდან. ქალბატონები საზოგადოებრივად აქტიურად ყველა სფეროში მუშაობენ, მაგრამ არჩევნების დროს ძირითადად მამაკაცებს ვირჩევთ ხოლმე. რუსთავშიც გვინდა ეს სტერეოტიპი დავარღვიოთ,“ - განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები