26 აპრილი 2024,   15:46
ვრცლად
ესპანეთის ულტიმატუმი კატალონიას - დამოუკიდებლობის დეკლარაციის გასაუქმებლად რეგიონს ცოტა დრო აქვს

ესპანეთმა კატალონიას ახალი ულტიმატუმი წაუყენა. ცენტრალური ხელისუფლება რეგიონის ლიდერებს დამოუკიდებლობის დეკლარაციის გასაუქმებლად ვადას ხუთშაბათამდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტონომიის შეჩერებით იმუქრება.

ესპანეთის ხელისუფლებამ გასულ კვირას კარლეს პუჩდემონს მიმართა და მოსთხოვა დაედასტურებინა, გამოაცხადა თუ არა მან ავტონომიური რეგიონის დამოუკიდებლობა.

მოთხოვნის საპასუხოდ კი კატალონიის ლიდერმა ესპანეთის პრემიერმინისტრს წერილი გაუგზავნა და მომდევნო ორი თვე დიალოგი შესთავაზა. წერილში მან მადრიდის მთავარი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა და კატალონიის სტატუსს საერთოდ არ შეხებია.

დღის ამბები