გიორგი გუგავა თბილისის მერიასთან მივიდა და საპროტესტო აქცია გამართა. "ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, მერიამ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების ახალი ავტომობილები შეიძინა ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც მხოლოდ მაღალჩინოსნების პირად კომფორტს ემსახურება. გამარჯვების შემთხვევაში კანდიდატი მერიის ავტოპარკის შეკვეცას გეგმავს.
„ასეულობით მილიონი ლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა თბილისს და თბილისელებს, მერიის კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა შეისყიდეს ძვირადღირებული პერსონალური ავტომობილები, რომლითაც დასეირნობენ მათ მიერ გაძარცვულ და დამახინჯებულ ქალაქში,“ - ამბობს გიორგი გუგავა.