20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ზეწოლა ოპოზიციურ კანდიდატებზე - ბრალდებები ლიდერთა საბჭოს სხდომაზე

ლიდერთა საბჭოს მიაჩნია, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. 14 პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდა და წინასაარჩევნო პერიოდის დეტალური ანგარიში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ოპოზიციურ კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები გააცნო. საკუთარ კანდიდატებზე ძალადობისა და ზეწოლის ფაქტების გარდა, ოპოზიციას ანგარიში კონკრეტული ციფრებიც მოჰყავს.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატს, კახი კალაძეს კი მიაჩნია, რომ ყველაფერი ცუდი მხოლოდ წარსულში დარჩა.

ლიდერთა საბჭოს შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ "ევროპული საქართველო" ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა.

"ევროპულ საქართველოში" ბურჯანაძის განცხადებას არასერიოზული უწოდეს. "ევროპულ საქართველოსთან" მსგავს გარიგებას უარყოფენ "ქართულ ოცნებაშიც."

ხელისუფლების გადაჭარბებული დაფინანსების პარალელურად არასაპარლამენტო ოპოზიცია მათთვის საბიუჯეტო დაფინანსების გადაკეტვაზე საუბრობს.

პოლიტიკური ლიდერები დღეს პრემიერისგან, ფინანსთა მინისტრისა და ცესკოსგან მოითხოვენ საბიუჯეტო დავალიანების დროულად გასტუმრებას.

დღის ამბები