20 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
დაანონსებული აქცია უკრაინაში - მიხეილ სააკაშვილი და პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები ხვალ მხარდამჭერებს ელოდებიან

ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობა და პარტნიორი ოპოზიციური პარტიები ხვალ მხარდამჭერებს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოსთან ელოდებიან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ტურნე უკრაინაში კიევთან ახლოს პატარა ქალაქში ბროვარში დასრულდა და მოსახლეობას შეხვდა.

მიხეილ სააკაშვილმა შემაჯამებელ შეხვედრაზე მოსახლეობასთან იმ მოთხოვნებზე ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლებას ხვალინდელ აქციაზე გააცნობენ და რომლის შესასრულებლად, პეტრო პოროშენკოს მთავრობას გარკვეულ ვადას აძლევენ.

„ხვალ, მხოლოდ არის დასაწყისი ამ პროცესის. ეს არის რამდენიმეთვიანი პროცესი, ჩემი აზრით. მარგამ ეს არის ის რამდენიმე თვე, რომელიც მთლიანად შეცვლის უკრაინაში და მთელ რეგიონში სიტუაციას უკეთესობისკენ. ხალხის განწყობა არის ერთმნიშვნელოვანი. საქართველოშიც ადგა ხალხის ოლიგარქების წინააღმდეგ, გამოიღვიძა ხალხმა. ხვალ მხოლოდ იწყება. ხალხის ყმებად ქცევა და გადაწყვეტა, რომ ქვეყანა შენ გეკუთვნის, არის ოლიგარქების ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში მოვლენა და ძალიან ცუდად დაამთავრებენ,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები ხვალ მხარდამჭერებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან ელოდებიან. მათ ფლაერები კიევის სხვადასხვა უბანში უკვე დაარიგეს, სადაც გაწერილია სამი ძირითადი მოთხოვნა, რომელსაც აქტივისტები და ლიდერები ხვალ გამართულ აქციაზე გააჟღერებენ.

დღის ამბები