20 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
ერთადერთი ხელისუფლება ვართ, რომელიც ამ ვაჟბატონს და მის პარტიას ხელფასს არ უხდის - კალაძე-გუგავას დაპირისპირება

„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, რომელიც ამ ვაჟბატონს და მის პარტიას ხელფასს არ უხდის,“ - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატს, გიორგი გუგავას.

„არჩევანის“ ეთერში გიორგი გუგავამ კალაძე განხორციელებული ენერგოპროექტების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დარიალჰესი რუსეთის მოსამარაგებლად აშენდა.

კალაძემ კი გუგავა და მისი პარტია გააკრიტიკა.

„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, რომელიც ამ ვაჟბატონს და მის პარტიას ხელფასს არ უხდის. დაწყებული სააკაშვილიდან შევარდნაძით დამთავრებული ყველა ხელფასს უხდიდა ამ პარტიას,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

ამ განცხადებას გიორგი გუგავამ კალაძის კრიტიკით უპასუხა და კორუმპირებულ მინისტრად მოიხსენია.

„რა ხელფასს უხდის? საიდან მოგაქვთ? ყველაზე კორუმპირებული მინისტრი ხართ დღევანდელ ხელისუფლებაში,“ - უპასუხა გიორგი გუგავამ. 

დღის ამბები