20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
„დამოკიდებულება შემცირდა," - კახა კალაძე "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ საუბრობს

კახა კალაძემ გადაცემა "არჩევანში" „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა. ამ საკითხზე მას კითხვა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა აკაკი გოგიჩაიშვილმა დაუსვა. 

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის განცხადებით, „გაზპრომთან“ ხელშეკრულება ყოველ წელს ფორმდებოდა, დაწყებული შევარდნაძის პერიოდიდან და ეს ახლაც გრძელდება. მერობის კანდიდატის თქმით, 2016 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ყველა პირობა უცვლელი დარჩა, გარდა გადახდის პირობებისა.

„როდესაც ჩვენ 2016 წელს დავიწყეთ მოლაპარაკება და როდესაც დასრულდა ხელშეკრულება, დავიწყეთ მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაგვეფორმებინა ახალი ხელშეკრულება. გაფორმდა 2 წლიანი ხელშეკრულება, ყველაფერი ერთნაირად დარჩა, გარდა გადახდისა. ანუ თუ ბუნებრივი აირით მოგვქონდა ის 10% გატარებული გაზის, დღეს ვიღებთ ამას ფინანსურად,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე არ ეთანხმება იმ კრიტიკას, რომლის თანახმადაც, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება გაიზარდა და ამ კრიტიკას ის ტყუილს უწოდებს.

„დამოკიდებულება შემცირდა. დღეს, შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით ვართ დამოკიდებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე, აზერბაიჯანზე,“ - აცხადებს კალაძე.

დღის ამბები