საქართველოს პრეზიდენტი იტალიაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილი დღეს რომში, ნატოს თავდაცვის კოლეჯს ეწვევა, სტუდენტებს შეხვდება და საჯარო ლექციას წაიკითხავს.
იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზინდეტი უკვე შეხვდა სენატის თავმჯდომარეს. საუბარი საქართველო-იტალიას შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე იყო.
საქართველოს პრეზიდენტმა პიეტრო გრასოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ.
“ორ ქვეყანას შორის არსებობს სრული ჰარმონია უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას, ევროატლანტიკურ გზას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მთლიანობის მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული, მაგრამ არსებობს ასევე ძალიან დიდი პოტენციალი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.