20 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა მთავრობას შენიშვნებით დაუბრუნა 

ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა შენიშვნებით მთავრობას უკან გადაუგზავნა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, პროექტთან დაკავშირებით ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით არა ერთი კითხვა არსებობს, რის გამოც პროექტის დაბრუნება მოხდა. 

კოვზანაძე იმედოვნებს, რომ მთავრობა კანონმდებლების შენიშვნებს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ასახავს. 

„იყო სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები, იყო სახანძრო უზრუნველყოფასთან და სხვადასხვა მიმართულებით კითხვები, იყო დაფინანსება სხვადასხვა მიმართულების პროექტების. არის მთელი რიგი შენიშვნები, რომელსაც ვფიქრობ, რომ მთავრობა გადამუშავებულ ვერსიაში გაითვალისწინებს და მივიღებთ ადეკვატურ პასუხებს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც დეპუტატებს ჰქონდათ,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა 2018 წელს ეკონომიკურ ზრდას 4.5 პროცენტით ვარაუდობს და ამტკიცებს, რომ ახალ ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯები შემცირებულია.

დღის ამბები