"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და მარტვილის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია სოფელ ტალერში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
ნიკა მელიამ თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ადგილობრივებს ის საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომლის განხორციელებასაც "ნაციონალური მოძრაობა" მუნიციპალიტეტში აპირებს.
პრიორიტეტული, სოციალური პრობლემების მოგვარება და ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება.
„დღეს „ქართული ოცნების“ გამგეობის პირობებში, სახელფასო ფონდი გასამმაგდა და 700 ათასის ნაცვლად დღეს შეადგენს 2 მილიონ 100 ათასს. ეს ადამიანები არიან უბრალოდ საშოვარზე მოსულები და ამიტომ, არც არაფერი გაკეთებულა არცერთ სოფელში და არც თავად მარტვილში. მარტვილმა ეს კრიზისი უნდა დაძლიოს 21 ოქტომბერს და მამუკა დანელია, ღირსეული, კომპეტენტური და რაც ყველაზე მთავარია, საქმის გამკეთებელი ადამიანი უნდა მოვიდეს თვითმმართველობაში, ნაცვლად ამ ადამიანებისა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.