20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება სემეკის სხდომაზე - გიორგი გუგავას დარბაზი დაატოვებინეს

ხმაური და დაპირისპირება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე. სემეკის სხდომაზე "ლეიბორისტული პარტიის" წევრები მივიდნენ. მერობის კანდიდატი, გიორგი გუგავა კომისიის წევრებისთვის ტარიფებთან დაკავშირებით კითხვების დასმას ცდილობდა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს. 

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა ოპოზიციის წევრს განუმარტეს, რომ დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავდნენ და არა ტარიფებს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. გიორგი გუგავას დარბაზი დაატოვებინეს. 

„მე მაინტერესებდა, რა წილებს ფლობს მაფიოზა კალაძე საქართველოს ენერგეტიკის სფეროში, რატომ ასრულებენ მის დავალებებს და რატომ უძვირებენ მოსახლეობას ტარიფს ელექტროენერგიასა და გაზზე,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

სემეკში განმარტავენ, რომ ზოგიერთ დამსწრეს მცდელობა ჰქონდა, რომ სხდომა ჩაეშალა. 

დღის ამბები