„რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "GDS", "მარაო" და "კომედი არხი" - დღის 12:00 საათიდან ტელეარხების მაუწყებლობა საკაბელო ოპერატორებმა გათიშეს. მიზეზი თანხაა, რომელსაც ტელეარხებისგან მათი სიგნალის გავრცელებაში, კომპანია "მედია რაითს ჯორჯია" ითხოვდა.
საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის დირექტორი, თეონა ბერუაშვილი აცხადებს, რომ საკაბელო ოპერატორებმა მოლაპარაკებების წარმოების ყველანაირი შესაძლებლობა ამოწურეს და ექვსივე არხი სწორედ ამის გამო გათიშეს.
„ეს არის საპროტესტო გათიშვა. პროტესტის უფლება აქვს ყველას, ეს არის კანონით გათვალისწინებული, ამას ვერავინ ვერ აუკრძალავს ოპერატორებს. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება, რომ ყველამ იცოდეს, რა ხდება და რა შეიძება, რომ მოხდეს,“ - განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.
„ნიუკომის“ წარმომადგენელი, ზაზა აგლაძე ვარაუდობს, რომ არჩევნების გამო შეიძლება, არხების გათიშვა დიდხანს არ გაგრძელდეს.
„ჩვენ ტრანზიტორები ვართ, მაყურებლამდე მიგვაქვს ინფორმაცია. აქეთ გადაგვიხადეთ ფული, რატომ არ გვიხდით? ჩვენ ხომ ამაში თანხები გვაქვს გვაქვს დახარჯული,“ - განაცხადა ზაზა აგლაძემ.