20 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
პრეზიდენტმა ქართველი გმირების ოჯახის კიდევ მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი გმირების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

„დღეს მშობლიურ მიწას საბოლოდ მივაბარეთ 25 გმირი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს ერთიანობასა და თავისუფლებას. მათი თავდადება მაგალითია თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდობისთვის. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა და ძალისხმევა არ დააკლო, რათა ეს შესაძლებელი გამხდარიყო. მიხარია, რომ ამ ჰუმანური აქტით ის დიდი ტკივილი, რომელშიც ოჯახები წლებია, ცხოვრობენ ცოტათი მაინც შემსუბუქდება,“- აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში. 

 აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირი სამხედრო პატივით დაკრძალეს. 

დღის ამბები