20 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
"ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრა - მთავარი მონაწილეები პედაგოგები იყვნენ

ქართული ოცნების ზესტაფონის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრის მთავარი მონაწილეები პედაგოგები იყვნენ. შეხვედრის მონაწილეებმა თავად დაადასტურეს, რომ ისინი სკოლის პედაგოგები არიან და შეხვედრაზე დირექტორების თხოვნით მივიდნენ.

კახაბერ მახათაძესთან შეხვედრა კულტურის სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე მყოფები ამბობენ, რომ ისინი ზესტაფონის სკოლების პედაგოგები არიან და ამ შეხვედრაზე მისვლის შესახებ მათ სკოლების დირექციამ აცნობა.  

თავად მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პედაგოგებს შეხვედრაზე მისვლა სკოლის დირექტორებმა სთხოვეს.

დღეს კულტურის სახლში კახაბერ მახათაძესთან შეხვედრას, დაახლოებთ, 300-მდე ადამიანი ესწრებოდა. გავრცელებული ცნობით კი, აქედან ნახევარზე მერი ზესტაფონის და მის მიმდებარედ არსებული სკოლის პედაგოგები და დირექტორები იყვნენ.

დღის ამბები