20 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
სტიქია ქუთაისში - გრიგოლ ვაშაძე ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

გრიგოლ ვაშაძის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მოსახლეობის დასახმარებლად მხოლოდ საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა, წყალდიდობა მდინარის ადიდებამ გამოიწვია, რისი მიზეზიც გაუწმენდავი არხებია.

ქუთაისის მერობის კანდიდატის თქმით, აუცილებელია, ზარალის დამთვლელი კომისია დროულად შეიქმნას.

„შემზარავი სურათია, განსაკუთრებით მუსხელიშვილის ქუჩაზე, სადაც ყველა სახლის პირველი სართული წელამდე არის დატბორილი,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

ბრალდებებს ქუთაისის მერიაში უსაფუძვლოს უწოდებენ.

 

 

დღის ამბები