20 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
"გორგიას" მფლობელის მეუღლე მის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს

ბიზნესმენ გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე, ნინო დარსალია, მის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს და მთავარ ეჭვმიტანილად ჰიპერმარკეტ გორგიას მფლობელს ასახელებს.

პრესაში გორგიას ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელის საქმის მასალებმა გაჟონა.

კვირის პალიტრა წერს, რომ ფარულ ჩანაწერებში ბრალდებულები ნინოს და ლალის ახსენებენ. სავარაუდოდ, ნინო ბიზნესმენის ყოფილი ცოლი ნინო დარსალიაა, ლალი კი მისი მეგობარი - ლალი ეგაძე.

ნინო დარსალია დარწმუნებულია, რომ ყოფილი მეუღლე მის გასანეიტრალებლად ყველაფერს იზამს. ყოფილ ცოლს ყოფილ ქმართან ქონებრივი დავა აქვს.

კურიერი დღეს ფარულ ჩანაწერში ნახსენებ კიდევ ერთ პირს - ლალის, დაუკავშირდა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ტელეკომპანია ტევე სამისა და ტევე რვას დამფუძნებელი ლალი ეგაძეა. ეგაძე ამტკიცებს, რომ გატაცების საქმესთან კავშირი არა აქვს.

ნინო დარსალიამ დღეს პროკურატურაში მისი ყოფილი მეუღლისა და ქართული ოცნების წევრის, ყოფილი დეპუტატის, ნანა ყეინიშვილის, წინააღმდეგ განცხადება შეიტანა. დარსალია გორგოშაძის სავარაუდო გატაცების ფაქტს "მათ მიერ დადგმულ სპექტაკლს" უწოდებს.

გია გორგოშიძის სავარაუდო გატაცებისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის საქმეზე გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები