ცენტრალური საარჩევნო კომისია 14 პოლიტიკური სუბიექტის მოთხოვნას არჩევნებამდე ოფიციალურად უპასუხებს. თამარ ჟვანია არასაპარლამენტო ოპოზიციის საგანგებო მიმართვის ერთ-ერთი ადრესატია.
წერილში ოპოზიცია მათი კუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსების არჩევნებამდე ჩარიცხვას მოითხოვს, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შესაძლოა ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კანონი დაირღვეს.
თამარ ჟვანია არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი მოეხსნას, რაც საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას ნიშნავს.
„ჩვენ უკვე ოქტომბრის მთლიანად ჩარიცხული გვაქვს. ზოგიერთ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს შესაძლოა, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე არ ჰქონდეს დაფინანსება, რადგან წინასწარ არ ვიცით, რა შედეგები გვექნება, ეს გამოწვევს, რომ შესაძლოა ზედმეტად გადარიცხული თანხები აღმოჩნდეს,“- განაცხადა თამარ ჟვანიამ.