„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სამცხე-ჯავახეთში ამომრჩევლებს შეხვდა. მან მოსახლეობას მაჟორიტარების კანდიდატები, ნინოწმინდაში მამიკონ სააკიანი და ახალქალაქში მელიქ რაისიანი წარუდგინა.
ნინო ბურჯანაძემ ადგილობრივებისაგან არსებული პრობლემები მოისმინა და მხარდაჭერის შემთხვევაში დახმარებას დაპირდა.
„მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენა, იმიტომ რომ ამ რეგიონიდან ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში, მათ ახლობლებს უნდათ მათთან ჩასვლა და ხშირი მიმოსვლა ქონდეთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ აქვთ. ჩვენ ტრადიციულად, ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს ამ რეგიონში, ამიტომ არის, რომ ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, რომ იყოს განხორციელებული გარკვეული ზეწოლა. მაგრამ, მე იმედი მაქვს, რომ ამჯერად ჩვენ შევძლებთ დავიცვათ ის ხმები, რომელსაც ადამიანები მოგვცემენ,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.