უკრაინის რადასთან ოპოზიციის აქტივისტების შეკრება დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. თავდაპირველად, პოლიციელები მოედანზე შეკრებილებს პირადი ნივთებისა და საძილე აღჭურვილობის შეტანის საშულებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. რადასთან ამ დრომდე ასობით სამართალდამცველია მობილიზებული.
„პოლიციელები უკრაინულ კანონს არღვევენ. ისინი ადამიანებს აქ თავიანთი პირადი ნივთებით არ უშვებენ. ჩვენ მათ ვთხოვეთ, არ დაერღვიათ კანონი. ვთხოვეთ, გამოეშვათ ადამიანები, რომლებიც იქით მხარეს იმყოფებიან, რომ თავი აგვერიდებინა კონფლიქტისთვის,“- განაცხადა ბატალიონ ”დონბასის” პირველმა მეთაურმა, ანატოლი ვინეგაროდსკიმ.
აქციის მონაწილეებს კვლავ სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ. ისინი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას მოითხოვენ.
„ჩვენ გვჭირდება ერთი რამ, რომ ყველა ჩინოვნიკმა, მინისტრმა, პრეზიდენტმა პასუხი აგოს თავის საქციელზე. ყველამ, ვინც ქვეყანას ყიდდა, დაისაჯოს,“- განაცხადა რადას დეპუტატმა, სემენ სემენჩენკომ.
აქტივისტები საკუთარი მოთხოვნებით მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გეგმავენ გადასვლას.