20 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი დიპლომატიურმა უწყებამ გარდაცვლილად სათანადო მტკიცებულებების გარეშე გამოაცხადა 

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის ძმა დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს. სოსო ოსორაულის შესახებ ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ პილოტის გამოსახსნელად შესაძლოა, არაეფეტქურად იმუშავა. სახალხო დამცველმა მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქე ნებისმიერ ვითარებაში უნდა დაიცვას.

იმას, რომ ქართველი მფრინავი ნამდვილად გარდაცვლილია, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვეღარ ადასტურებს. მიხეილ ჯანელიძე, რომელმაც ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ ოჯახის წევრებსა და მედიასაც მოუყვა, რომ სოსო ოსორაული კონგოში შეტაკებისას დაიღუპა, ახლა ყვება, რომ სათანადო მტკიცებულებები არ აქვს.

საგარეო უწყებამ პირველადი ჩვენება მას შემდეგ შეცვალა, რაც გარდაცვლილად გამოცხადებული პილოტის ძმამ შაბათის „კურიერში“ მოყვა, რომ სავარაუდოდ, სოსო ოსორაული ისევ ცოცხალია, ხელისუფლება კი, მის გამოსახსნელად არაფერს აკეთებს.

დღის ამბები