20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
"ენმ"-ის ლიდერები სოფელ ნარუჯაში მცხოვრებლების პრობლემებს გაეცნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია და ოზურგეთის მერობის კანდიდატი, თორნიკე გოგუაძე სოფელ ნარუჯაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივების ძირითად პრობლემას ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავალი წარმოადგენს.

ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ.

„ლარითაც არ გაუზრდია მილიარდელ ივანიშვილს პენსია პენსიონერებისთვის, ახალგაზრდებისთვის არაფერი არ გაუკეთებია უკანასკნელი წლების განმავლობაში, მაგრამ სამაგიეროდ, რას აკეთებს რეგიონში, გურიაში ადიკო ივანიშვილი და რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. ეს ორი ძმა გლეჯს ხეებს სხვადასხვა ტერიტორიებიდან და მიაქვთ საკუთარ სახლებში და ამით ერთობიან. მაშინ, როდესაც გარშემო, მთელი გურია არის ტოტალუარად გაღარიბებული,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები