20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
პროტესტის მესამე, გადამწყვეტი დღე - უკრაინის ოპოზიცია საპროტესტო აქციების მიმდინარეობას აფასებს

ოპოზიციური პროტესტის მესამე დღე კიევში - სწორედ დღეს უნდა გაირკვეს, რა ფორმით გაგრძელდება რადასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია. ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოსგან კონკრეტული კანონპროექტების განხილვას ითხოვს. თუ ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას და ამ კანონების დამუშავებას არ დაიწყებს, პროტესტის ფორმები და მასშტაბები შესაძლოა შეიცვალოს. 

”ხალხი აქ ჩამოვიდა მთელი უკრაინიდან და ისინი ხვდებიან, რომ თევზი თავიდან დალპა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ და მისმა უახლოესმა გარემოცვამ, რომელიც ჩაფლულია კორუფციაში, მიიყვანა ხალხი ამ მდგომარეობამდე. ხალხი ითხოვს სამ კონკრეტულ რამეს ხელშეუხებლობა ერთხელ და სამუდამოდ გააუქმონ პრეზიდენტის და დეპუტატების შემთხვევაშიც. მთავარი მოთხოვნაა სოციალური სამართლიანობა, თქვენ საქართველომაც ხომ გაიარეთ ეს გზა, კანონთან ყველანი თანასწორი ყოფილიყავით. ასევე უხეშად უნდა უყოს ჩამონგრეული სახელისუფლებლო კორუფცია,“ - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ანატოლი ნალივაიჩენკომ.   

დღის ამბები