20 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
მედია სივრცეში ანალიტიკის ნაკლებობაა - "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია"

„რიგ შემთხვევაში ვერ იღებდა ამომრჩეველი ინფორმაციას, რამდენად შესრულებადია ის დაპირებები, რასაც კანდიდატები გასცემენ,“ - ასე აფასებს საქართველოს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას მედიაში.

მედიასაშუალებებში არჩევნების გაშუქების მონიტორინგის პირველად შედეგებს დღეს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია," „ინტერნიუს საქართველო“ და „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ ამ წუთებში წარადგენს.

„ყველაზე კრიტიკული ხელისუფლებისადმი იყო "რუსთავი 2," ყველაზე მეტი კრიტიკული სიუჟეტი ამ არხზე კეთდებოდა. ამასთან ერთად საკმაოდ დიდხნიანი გაშუქება ჰქონდა ზაალ უდუმაშვილს. რაც შეეხება, "იმედს" და საზოგადოებრივ მაუწყებელს, აქ სახელისუფლებო პარტიის კანდიდატს, კახა კალაძეს აქვს ყველაზე მეტი გაშუქება და საზოგადოებრივ მაუწყებელზე უფიქსირდება მას ყველაზე მეტი პოზიტიური ტონი,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

პროექტს გაეროს განვითრების პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

გაეროს კოორდინატორი და განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნილს სკოტი ქართულ მედიაში სიძულვილის ენის არსებობის გამო წუხს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოში. მონიტორინგს ვატარებთ, რადგან თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს დემოკრატია. მედიამონიტორინგის შედეგების თანახმად, უკანასკნელ წლებში მდგომარეობა საგრძნობად გაუმჯობესდა... მედია სივრცეში ანალიტიკის ნაკლებობაა. ასევე, ველოდებით, რომ უფრო მეტი დებატები გაიმართება კანდიდატებს შორის,“ - აცხადებს ნილს სკოტი.

დღის ამბები