20 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ელისაშვილის თქმით, ეთნიკური უმცირესობების პრობლემების მოსაგვარებლად მერიაში სპეციალური სამსახური შეიქმნება

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა ეთნიკური უმცირესობებთან შეხვედრა გამართა. ალეკო ელისაშვილმა უმცირესობების კითხვებს უპასუხა და განმარტა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მერიაში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც უმცირესობებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

„ამ ქალაქში არავინ უნდა გრძნობდეს თავს დაჩაგრულად და დისკრიმინირებულად და უნდა არსებობდეს ინსტიტუციონალურადაც ისეთი სივრცეები, სადაც ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენელი თავის წუხილს, თავის პრობლემას ძალიან მარტივად გაუზიარებს გადაწვეტილების მიმღებთ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

 

დღის ამბები