პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ვიცე-სპიკერი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. საუბრის მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემოა. როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, ისინი ელჩებს წინასაარჩევნო პროგრამასაც გააცნობენ.
„ელჩები გულშემატკივრობენ საქართველო. ელჩები გულშემატკივრობენ თბილისის მომავლის ამიტომ ჩვენ მივესალმები მათ დაინტერესებას ჩვენი გუნდის და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის თბილისის მომავალი განვითარების გეგმების შესახებ. ჩვენ ასე ვისაუბრებთ წინა საარჩევნო გარემოზე,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.