20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
100 წლოვანი მუხა და მაგნოლია სამეგრელოდან ივანიშვილის პარკისკენ სამოგზაუროდ ემზადებიან

100 წლოვანი მუხა და მაგნოლია სამეგრელოდან, სოფელ ინგირიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში სამოგზაუროდ ემზადებიან. სამუშაოები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს. "კურიერის" გადამღებ ჯგუფს კომპანიის ხელმძღვანელობამ დღეს გადაღების საშუალება არ მისცა, რასაც ჟურნალისტებთან დაპირისპირება მოყვა.

გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელი "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფის გამოჩენამ გააღიზიანა, „არივისივის“ თანამშრომელმა ჯერ ჟურნალისტსა და ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი კამერის დამტვრევა სცადა.

სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელთან გასაუბრება "კურიერმა" მოგვიანებით შეძლო. ჟურნალისტს უთხრეს, რომ ხის გადატანა კანონის სრული დაცვით ხდება, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე კომპანიის წარმომადგენელმა არ ისაუბრა.

სოფელ ინგირში ყვებიან, რომ დაახლოებით ნახევარი წლის წინ, ჭეჟიების ოჯახში, სადაც მუხა მდებარეობს, მოსალაპარაკებლად ბიძინა ივანიშვილი პირადად იყო ჩასული. გიგანტურ მცენარეს უახლოეს მომავალში საავტომობილო პლატფორმაზე გადაიტანენ. სპეციალურად ყოფილი პრემიერის მორიგი ხეების გადასატანად გზა ამჯერად ზუგდიდში გაყავთ, სამუშაოები კი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ 85 წლის მაგნოლიასაც. მაგნოლია რესტორან „სამეფოს“ ტერიტორიაზე დგას.

ავტორი: ემა გოგოხია. 

დღის ამბები