ამ დრომდე მძიმეა სოფელ ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილი ორი პირის მდგომარეობა. მათ გადაუდებელი ოპერაცია მარნეულის საავადმყოფოში ჩაუტარდათ.
ორივე მათგანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. მედიკოსების თქმით, ერთ-ერთ დაშავებულს მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა ჰქოდნა მიყენებული. შემთხვევის დროს დაჭრილ კიდევ სამ პირს კი, მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. მათგან ერთმა სტაციონარი უკვე დატოვა.
მარნეულში ჩავიდა ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკომ თავდასხმის შედეგად დაჭრილები მოინახულა და მედიკოსებისგან მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფრომაცია მოისმინა.