20 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
გაყალბებული პირადობის მოწმობით აპირებენ კარუსელებს - "ევროპულ საქართველოში" მოსალოდნელ დარღვევებზე საუბრობენ

„ევროპული საქართველო“ არჩევნების დღეს მმართველი გუნდის მხრიდან მოსალოდნელ დარღვევებზე საუბრობს. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა დამენია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ გეგმავს ოპოზიციურ პარტიებს მაქსიმალურად შეუშალოს ხელი და გააფუჭონ ბიულეტინები.

ლაშა დამენიას თქმით, ზუგდიდის იმ უბნებში, სადაც სახელისუფლებო პარტია ვერ გაიმარჯვებს, არჩევნების ჩაშლა იგეგმება.

„ქართულმა ოცნებამ" თავის კომისიის წევრებზე გასცა შემდეგი დავალებები, რომ მაქსიმალურად გააფუჭონ ოპოზიციური პარტიის ბიულეტინები, კომისიის წევრებმა არ მოაწერონ ხელი და არ დაარტყან ბეჭედი. გაყალბებული პირადობის მოწმობით აპირებენ კარუსელებს და მე მინდა ყველა კომისიის წევრს ოპოზიციიდან მოვუწოდო, რომ ითანამშრომლონ საარჩევნო უბენზე,“ - განაცხადა ლაშა დამენიამ.

დღის ამბები