20 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
საგანგაშო ტენდენცია - მმართველი გუნდის შემწირველმა ბიზნესმენებმა სახელმწიფოსთან კონტრაქტი ტენდერის გარეშე გააფორმეს

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წინასაარჩევნო შემოწირულობების მონიტორინგის პირველად შედეგებს აქვეყნებს. ციფრებში გაწერილი მონაცემებით ირკვევა, რომ ყველაზე მეტი დაფინანსება „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

ბოლო 4 თვის განმავლობაში ჩარიცხული თანხიდან მმართველ გუნდს 9 ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შესწირეს. „ევროპულმა საქართველომ“ 17-ჯერ, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 215-ჯერ ნაკლები მიიღო. წინასაარჩევნოდ „პატრიოტთა ალიანსს“ შემოწირულობის სახით მხოლოდ 28 ათასი ლარი აქვს, ალეკო ელისაშვილისთვის ჩარიცხული თანხა კი კახი კალაძისთვის შეწირულზე 500-ჯერ ნაკლებია.

არასამთავრობო ორგანიზაციაში საგანგაშო ტენდენციაზეც საუბრობენ. 31 კომპანიიდან რომელმაც „ქართულ ოცნებას“ სოლიდური თანხა შეწირა, 15-მა პირდაპირი წესით გაცილებით მეტი ღირებულების კონტრაქტი მიიღო. მათ შორისაა, "თეგეტა მოტორსი", რომელთანაც სახელმწიფომ ტენდერის გარეშე, მილიონ-ნახევრის ღირებულების კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მმართველ გუნდსა და ოპონენტებს შორის შეწირულ თანხებს შორის სხვაობის გამო, ოპოზიციაში ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობენ.

კვლევის მიხედვით, 32 კომპანიიდან, რომელმაც საანგარიშო პერიოდში პარტიებისთვის თანხა გაიღო, მხოლოდ ერთმა შეწირა ოპოზიციურ ძალას, ისიც 90 ლარი. ყველა სხვა შემთხვევაში, თანხის ადრესატი „ქართული ოცნებაა.“

დღის ამბები