ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხელისუფლებას წინასაარჩევნო პერიოდში ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებაში ადანაშაულებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ სუს-ის, ადმინისტრაციული და ფულადი რესურსის, ბიზნესის და ოპოზიციური კანდიდატების დაშინების მცდელობის მაგალითებზე საუბრობენ.
„ევროპულ საქართველოში“ აღნიშნავენ, რომ არათანაბარი საარჩევნო გარემოა შექმნილი და ფინანსური რესურსის 90%-ზე მეტი მმართველი პარტიის ხელშია.
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილიც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ფინანსურ უთანასწორობას ასახლებს.
ხელისუფლება ოპოზიციის ყველა ბრალდებას უარყოფს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მშვიდი და სამართლიანი იყო.
პოლიტიკური პარტიები საკუთარ მხარდამჭერებს ადგილობრივ არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები ხვალ არ დასრულდება და დედაქალაქის მერის ასარჩევად მეორე ტური იქნება საჭირო.