„ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებს. ირაკლი აბესაძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია კონკრეტული შემთხვევების შესახებ.
აბესაძის თქმით, 12:00 საათამდე ხდება საჯარო რესურსის მობილიზება და იძულება ადამიანების, რომ გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე, რაშიც მათ ცესკო-ც ეხმარება.
„ამას ადასტურებენ, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან „ევროპული საქართველოს“ სახელით. ამას სამწუხაროდ, ხელს უწყობს ცესკო და საარჩევნო ადმინისტრაციებიც. ჩვენ ვხედავთ, რომ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით, "ქართული ოცნების" კოორდინატორები, რომლებიც გაფორმებულები არიან დამკვირვებლებად აღნიშნავენ საარჩევნო სიაში მოსული ადამინების სახელსა და გვარს,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.