20 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
პოლიციელთა მობილიზება არჩევნების დღეს - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნების დღეს პოლიციელთა მობილიზების შესახებ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, საპოლიციო ძალები პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად არიან მობილიზებული. 

„არჩევნების დღეს საპოლიციო ძალები, წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განლაგებულნი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, პერიოდულად ხორციელდება მათი გეგმიური როტაცია, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინტერპრეტაციებისგან,“ - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

დღის ამბები