ფოთში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადებებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აკეთებენ. „დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს“ მერობის კანდიდატის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიიდან გუშინ ღამით 100 ბიულეტენი მოიპარეს.
ოთარ ხარჩილავას თქმით, უბანზე მისულ მხარდამჭერებს ხმის მიცემის უფლებას არ აძლევენ. დარღვევებზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელიც.
ფოთის #70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია აცხადებს, რომ დაკლებული ბიულეტინები ნახეს საწყობში და დალუქული სახით გადააგზავნეს უბანზე.
საარჩევნო უბნებთან, ასევე, მობილიზებული იყვნენ მიკროავტობუსებიც და ისინი არჩევნებზე მოსულ მოსახლეობას აღრიცხავდნენ.