20 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
გიორგი ვაშაძე ცესკო-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

„ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გოირგი ვაშაძემ შუალედური ბრიფინგი გამართა, სადაც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაფასა.

ვაშაძის განცხადებით, ცესკო ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და ამისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს. მისი თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ის იყო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირდაპირი მანიპულაცია დაიწყო საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით. მათ ისე გააკეთეს განცხადება, თითქოს, თბილისში აქტივობა უფრო დაბალია, ვიდრე 2014 წელს. არა და თბილისში აქტივობა 2014 წელთან შედარებით, სამი საათის მონაცემებით, 42 ათასით მეტია,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მერობის კანდიდატმა ასევე იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც ამ დროის მონაცემებით მისმა პარტიის წევრებმა გამოავლინეს.

 

დღის ამბები