„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახი კალაძე ოპონენტების კრიტიკას პასუხობს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, დღევანდელი არჩევნები ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპარაციაა.
„სამწუხაროა, ახლა რა უნდა უპასუხო. ადამიანი, რომელიც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ცოტა რთულია მას პასუხი გასცე,“ - განაცხადა კახი კალაძემ.
მერობის კანდიდატის თქმით, არჩევნებმა ექსესების გარეშე ჩაიარა.
პრემიერმინისტმა, გიორგი კვირიკაშვილმა ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ, კალაძეს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ "2017 წლის ადგილობრივი თვითმმართვლეობის არჩვენები არის ქართული დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება".
"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლების მიხედვით, პირველ ადგილზეა 54%-ით "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე, 15% "ნაციონალური მოძრაობის" დედაქალაქის მერობის კანდიდატმა "ზაალ უდუმაშვილმა, ხოლო 14% დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა მიიღო.