20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ამომრჩევლის მობილიზება, თვალთვალი და აღრიცხვა - დარღვევები არჩევნებზე რეგიონებში

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა სახის დარღვევებით მიმდინარეობდა. ოპოზიციის პრეტენზიების ადრესატები ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ. დღეს საარჩევნო უბნებთან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც დააფიქსირეს, რომლებიც ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებდნენ.

საარჩევნო უბნებთან შეკრებილი „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, აგრესიულად ექცეოდნენ „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც  „რუსთავი 2“-ის კამერის დამტვრევა სცადა, გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დოდო ხუროშვილია. მისი იდენტიფიცირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოახდინეს.

საარჩევნო უბანთან მისულ მოქალაქეებს მმართველი პარტიის კოორდინატორები უთვალთვალებდნენ თელავის მუნიციპალიტეტსა და გორშიც.

ისინი სპეციალურ სიებში აღრიცხავდნენ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს.

ამომრჩევლის მობილიზება მიმდინარეობდა ბათუმში, სპეციალური მიკროავტობუსებით და საარჩევნო სიების გამოყენებით მოქალაქეები უბნებზე თავად მმართველი პარტიის მხარდამჭერებს დაჰყავდათ.

ამ დროის მონაცემებით, საოლქო საარჩევო კომისიებში მთელი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი საჩივარია შესული.

ამავე თემაზე
დღის ამბები