20 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
ოპოზიციის წევრების თქმით, ბათუმში არჩევნები სუს-მა ჩაატარა

აჭარაში ხმის მიცემის პროცედურა დასრულებულია. ზუსტად 20:00 საათზე ბათუმში 105-ვე საარჩევნო უბანი დაიხურა. საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბათუმის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 36%-ს მიაღწია.

კომისიის წევრების თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შესულია 12 საჩივარი, რომელიც ძირითადად, პროცედურული ხასიათისაა.

აჭარაში ამ დროისთვის ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ლაშა კომახიძე ლიდერობს.

ოპოზიციის წევრების თქმით, თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში ჩაატარა არა საარჩევნო ადმინისტრაციამ, არამედ სუს-მა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ ბათუმში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

„ევროპული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატის, პეტრე ზამბახიძის თქმით, ხელისუფლება სრულად იყო ჩართული ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსით არჩევნებზე. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები