თვითმართველობის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებაზე აკეთებენ განცხადებას მმართველ გუნდში. ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილი არიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარტიის აქტივისტები და მხარდამჭერები.
"ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფებოდა ქიბარ ხალვაშიც. ბიზნესმენმა მედიის გამოჩენის შემდეგ ტერიტორიის დატოვება მოინდომა. მისი თქმით, არჩევნების შედეგით კმაყოფილია.
„შემოვიხედე, დღესასწაულია. მიშას პარტიას რომ მოეგო, ხომ არ მოვიდოდი, მოვედი, შევიხედე, რა ხდება, მოვბრუნდი და მივდივარ,“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.