თვითმმართველობის არჩევნებს 30-მდე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მთელი დღის განმავლობაში უწევდა მონიტორინგს. ორგანიზაციების ხელმძღვანელები პირველ შეფასებას უკვე ხვალ გააკეთებენ.
საარჩევნო უბნების გახსნიდან, დახურვამდე ადგილზე ვითარების მონიტორინგს საქართველოს მაშტაბით ათასამდე დამკვირვებელი აწარმოებდა.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შესაფასებლად NDI-მ მთელი საქართველოს მაშტაბით 10 სადამკვირვებლო ჯგუფი გამოყო.
საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის აზრით, არჩევნების ლოკალურობის მიუხედავად, მისი მნიშვნელობა საერთაშორისო დონეზე ძალიან დიდია.
საარჩევნო პროცესებს დილიდან აქტიურად აკვირდებოდა, ეუთოს მისიის ხელმძღვანელიც. კორინ იონკერმა, მისიის 200-მდე დამკვირვებელთან ერთად, საარჩევნო უბნებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია დღეს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ციფრული კალმებით აღრიცხეს.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ხმის მიცემის პროცესს დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ. ელჩებმა რამდენიმე საარჩევნო უბანი მოინახულეს და დამკვირვებლებს გაესაუბრნენ.