20 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ინციდენტი გურჯაანში - საარჩევნო უბნიდან "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გააძევეს

ინციდენტი გურჯაანის მეოთხე საარჩევნო უბანზე - კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნიდან "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გააძევეს.

მევლუდ გოგიაშვილის თქმით, სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან პროცედურული სახის დარღვევაზე დაწერილი საჩივრის დაგვიანებით ჩაბარების გამო, თავმჯდომარეს უსაყვედურა.

გამომაძევეს, ხელს ვუშლიდი ვითომ. განცხადება დავწერე, დარღვევას ჰქონდა ადგილი,“-აცხადებს მევლუდ გოგიაშვილი. 

უბანზე მივიდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც. ერთობლივი გადაწყვეტილებით კი, ოპოზიციონერს ხმის დათვლის პროცესში მონაწილეობა აეკრძალა. ინციდენტის გამო, მეოთხე უბანზე ხმის დათვლა 1 საათის დაგვიანებით დაიწყო.

დღის ამბები