20 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოქმები თბილისიდან შევიდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოქმები თბილისიდან შევიდა. პირველი ოქმი გლდანიდან შევიდა. ცესკო-ს ვებ გვერდზე პირველი მონაცემები ქვეყნდება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოქმები შესულია ქუთაისიდან, საჩხერიდან, ვანიდან, ტყიბულიდან, ზუგდიდიდან, თიანეთიდან, მარნეულიდან, დმანისიდან, წალკიდან, მცხეთიდან, დუშეთიდან, ხაშურიდან, ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, ამბროლაურიდან, მესტიიდან, ხარაგაულიდან.

"კურიერის" გადამღებ ჯგუფს საშუალება ჰქონდა, გადაეღო როგორ ხდება ოქმების ატვირთვა. 

ცესკო-ს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა 45.64 პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა. 

დღის ამბები