20 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
48% "ქართული ოცნება", 27% ენმ - ქუთაისში, წინასწარი ინფორმაციით, მეორე ტური დაინიშნება

ერთადერთი საარჩევნო ოლქი, სადაც ქალაქის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება წინასწარი ინფორმაციით, ქუთაისია. მმართველი გუნდის მიერ დასახელებულ კანდიდატს გიორგი ჭიღვარიას ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 48 პროცენტი აქვს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე 27 პროცენტით. ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში დოკუმენტაციას უბნებიდან მთელი ღამის განმავლობაში იღებდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ პროცენტული მაჩვენებელი არ შეიცვლება, დიდი ალბათობით ქუთაისში მეორე ტური დაინიშნება.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის 124 საარჩევნო  უბნიდან 112 უბანია დათვლილია.

ამავე მონაცემებით, ათივე მაჟორიტარულ ოლქში ლიდერობს „ქართული“ ოცნების მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები.

ასევე მმართველი გუნდი ლიდერობს პროპორციული სიებით ჩატარებულ არჩევნებშიც,

დღის ამბები