წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ოლქში, მარნეულში, ამ ეტაპზე 89 უბნიდან 52-ია დათვლილი. წინასწარი შედეგების თანახმად, “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა თემურ აბაზოვმა ამომრჩეველთა ხმების 71% მოაგროვა, პარალელურად „კურიერმა“ ექსკლუზიური კადრები მოიპოვა, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო უბანზე ოთახში დაულუქავი ბიულეტენები ჰქონდათ.
საოლქო საარჩევნო კომისიებში, უბნის თავმჯდომარეებს შეჰქონდათ დაულუქავი ყუთები. გარდა ამისა, უბნის თავმჯდომარეები აგრესიულობითაც გამოირჩეოდნენ.
ამასთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის თავმჯდომარე განსხვავებულ პასუხებს იძლევიან. ერთი მათგანი არ უარყოფს, რომ პარკი დალუქული არ იყო, თუმცა ამბობს, რომ ის შემთხვევით გაიხსნა, ხოლო მეორე ამბობს, რომ ყველა პარკი დალუქულია.
პარტია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ამირან გიორგაძე აცხადებს, რომ მსგავს შედეგებს მოელოდა.
„ველოდი მსგავს შედეგებს, გამომდინარე იქიდან, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, შემოვიარეთ ყველა სოფელი, შევხდით ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენ წინასწარ ვიცოდით მათი განწყობა მხარდაჭერა და დღეს დადასტურდა, რომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა "ქართული ოცნების" კანდიდატმა და ჩვენმა პარტიამ,“ - განაცხადა ამირან გიორგაძემ.
განცხადება გააკეთა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” მარნეულის მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამყულიევმა.
მარნეულში მე-13 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, მცირე ინციდენტიც მოხდა.
„მათი პოზიციაა, მოსყიდვით მოგებული არჩევნები. ზოგადად იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია. ჩენ ვხედავდით, ქალაქში, რაიონში მოძრაობდა პოლიცია, მოძრაობდა სპეცრაზმი. არჩევნების დაწყებიდან პირველივე წუთიდან იყო მუქარა, ზეწოლა ჩვენს დამკვირვებლებზე და საბოლოოდ ჩვენ ვიყავით მე-13 უბანზე, სადაც ვნახეთ როგორი მდგომარეობა იყო,“ - განაცხადა აჰმედ იმამყულიევმა.