წინასწარი შედეგების მიხედვით, ქუთაისში მეორე ტური გაიმართება. საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემები ცესკოში უკვე გადაგზავნილია, ამ დროის მონაცემებით მართველი გუნდის კანდიდატმა ხმების 48.61% პროცენტი, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა კი 27.05% პროცენტი მიიღო.
ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიამ ყველა უბნის, 124-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები უკვე თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადააგზავნა და მონაცემების მიხედვით, ვერც ერთმა მერობის კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
რაც შეეხება საარჩევნო ბლოკ ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატს, გოგი წულაიას, ის ქუთაისში საოლქო საარჩევნო კომისიასთან იყო მისული ბრიფინგი გამართა.
მან იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც თან ახლდა საარჩევნო პროცესს. გოგი წულაია დროებით, პოლიტიკისგან შესვენებას იღებს.
„სუს-ის დავალებით, მე ვარ პერსონალ-ლონგრატი ამ ქალაქში პოლიტიკურ ასპარეზზე ხელისუფლებისათვის, რამეთუ ერთადერთი ვარ, რომელიც არანაირად, არც ერთ ხელისუფლებას, არც ფულით, არც მოსყიდვით, არ შეკვრია და შედეგიც დააყენეს ისეთი, რომ მე არ ვუნდოდი საკრებულოში, რამეთუ არ ვაპარპაშებდი და არ მივცემდი ამ ქალაქის განადგურების საშუალებას,“ - აცხადებს გოგი წულაია.