20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
კანონს ეწინააღმდეგება, თუ პარტიის წარმომადგენლები თავს ასაღებენ, როგორც მედიის ან არასამთავრობოს წარმომადგენლებად - კარენ იონკერი

"კანონს ეწინააღმდეგება თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თავს ასაღებენ, როგორც მედიის ან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებად. ეს არ უნდა მოხდეს. მას შეუძლია, უბანზე ბალანსი დაარღვიოს,“ - ეს განცხადება  ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კარენ იონკერმა, თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შეფასებისას გააკეთა.

საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით, არჩევნები, საერთო ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი იყო, თუმცა დამკვირვებლები ასევე ყურადღებას ამახვილებენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევის ფაქტებზე.

„ამიტომ მსგავსი შემთხვევები უნდა იყოს შესწავლილი და გათვალისწინებული, რომ შემდგომში აღარ განმეორდეს. ვერ გეტყვით, შეიძლება თუ არა მსგავსმა შემთხვევებმა გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგზე,“ - განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კარენ იონკერმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები