20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ე.წ. კოორდინატორების ყოფნამ ამომრჩევლებისთვის არასასიამოვნო გარემო შექმნა - NDI

„ე.წ. კოორდინატორების ყოფნამ ამომრჩევლებისთვის არასასიამოვნო გარემო ნამდვილად შექმნა. ჩვენ ამ საკითხს დავაკვირდებით,“ - ეს განცხადება აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა, გააკეთა.

NDI-ის შეფასებით, არჩევნები ქვეყნის უმეტეს რეგიონში მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, თუმცა რამდენიმე სერიოზული დარღვევა გამოვლინდა.

„არჩევნები ქვეყნის უმეტეს რეგიონში მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ჩვენმა დამკვირვებლებმა სერიოზული დარღვევების რამდენიმე შემთხვევა გამოავლინეს. აღვნიშნეთ, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საუბრობდნენ. რთულია მათი დასაბუთება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს პრობლემა რჩება. ე.წ. კოორდინატორებზე შემიძლია, გითხრათ, რომ ისინი რამდენიმე უბანზე ჩვენმა დამკვირვებლებმაც შენიშნეს. ჩემთვის გასაგებია, რომ გაურკვეველია, არის თუ არა მსგავსი ქმედება კანონიერი, ან უკანონო არჩევნების ფორმატში, მაგრამ მათმა ყოფნამ ამომრჩევლებისთვის არასასიამოვნო გარემო ნამდვილად შექმნა. ჩვენ ამ საკითხს დავაკვირდებით,“ - განაცხადა ლორა ტორნტონმა.

NDI-იმ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რუსთავი2-ის თემაზე ისაუბრა და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნებული იყოს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები