20 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
არჩევნები კონფლიქტის ზონაში

საქართველოს ტერიტორიების მეხუთედში ლეგიტიმური არჩევნები ვერ ტარდება, ვინაიდან ეს მიწები ოკუპაციის ქვეშ არის, ბევრი ქართული სოფელი კი მავთულხლართებით ორად არის გახლეჩილი.

საოკუპაციო ხაზის აქეთ მხარეს მცხოვრებლებმა, ოკუპირებული მეზობლებისგან განსხვავებით, თავიანთი კანდიდატებისთვის ხმის მიცემა შეძლეს.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები გლეხები ქალაქ გორის მერს, საკრებულოს წევრებსა და მათი სოფლების მაჟორიტარ კანდიდატებს ირჩევენ.

პირველი ამომრჩეველი 63-ე საარჩვენო უბანზე, რომელიც სოფელ მეღვრეკისის საჯარო სკოლაში იყო გახსნილი, ზუსტად რვა საათზე მივიდა, თუმცა მან ხმის მიცემა ვერ მოახერხა.

ამომრჩევლები კონფლიქტის ზონის სოფლებში არ აქტიურობდნენ. სიების გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ 99 უბანზე ამომრჩეველთა აქტიურობა, დაახლოებით, 40% იყო. 

 

 

ავტორი: გიორგი გვიშიანი 

დღის ამბები