ამომრჩევლის ნების კონტროლი და "ქართული ოცნების" კოორდინატორების მიერ მოქალაქეების პირადი მონაცემების ჩანიშვნა - თვითმმართველობის არჩევნები უარყოფითად შეაფასა ეუთომ. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის აზრით, ამომრჩევლის ცალსახად თავისუფალი და ანონიმური უნდა იყოს თავის არჩევანში.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კოორდინატორების მხრიდან ამომრჩევლის მონაცემების შეგროვება საარჩევნო უბანზე, არ წარმოადგენს კანონდარღვევას.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ანრი ოხანაშვილის თქმით, არ მომხდარა ადამიანის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, შანტაჟი ან და იძულება. თუმცა, ოხანაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ, გასათვალისწინებელია.
„თითქოს ხდებოდა თვითონ საარჩევნო უბნებში ვინ მივიდა, ხელმოწერის და ასე შემდგომ. ეს საკითხიც ფორმალურად რა თქმა უნდა, კანონმდებლობის დარღვევა არ არის, თუმცა არ ხდებოდა არანაირი პერსონალური მონაცემის გამჟღავნება. ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც დაინტერესდა და იქ ამ ეტაპზე რაიმე პერსონალური მონაცემის დარღვევას, შანტაჟს ან იძულებას ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ყველა შესაძლო რეკომენდაცია არის მისაღები, ყურადსაღები და ვფიქრობ, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემული იქნება შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან, ჩვენ მათზე უნდა მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.