20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ვაპირებთ კონსტრუქციულ რეჟიმში ოპონენტებთან თანამშრომლობას - ვატო შაქარიშვილი

„ვაპირებთ კონსტრუქციულ რეჟიმში ოპონენტებთან თანამშრომლობას,“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს საბურთალოს არჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი საკრებულოსა და მერიაში ოპონენტებთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

„მათგან ამ მზაობის შემთხვევაში, მე პირადად და მთელი გუნდი ვაპირებთ თანამშრომლობას. ღია ვართ ინიციატივებისთვის, საკითხებისთვის, შენიშვნებისთვის, რაც მთავარია,“ - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ვატო შაქარიშვილის განცხადებით, საკრებულო იმ ძირითად შვიდ მიმართულებაზე იმუშავებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ჰქონდა.

„ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვისაუბრეთ იმ ძირითად შვიდ პოლიტიკაზე, შვიდ მიმართულებაზე, რომლის განხორციელებასაც საკრებულოს თანამონაწილეობით, დედაქალაქის ახალი მერია აპირებს,“ - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

მმართველი გუნდი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ტყემალაძეს წარადგენს. ამ დრომდე ფრაქციების და კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატებზე შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს.  

დღის ამბები