20 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ამერიკის საელჩო ხელისუფლებას არჩვენებთან დაკავშირებით შესული საჩივრების დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს

ამერიკის საელჩო საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამერიკის საელჩო საქართველოს მთავრობას არჩევნების დიდწილად მშვიდობიან გარემოში ჩატარებას ულოცავს.

ამერიკის საელჩო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ სწრაფად გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებით შესული საჩივრები.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს მთავრობასა და ხალხს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში ჩატარდა თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დაცვით. ვეთანხმებით ეუთოს წინასწარ ანგარიშს, რომელშიც დადებითად აღინიშნა, რომ კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო.

"აგრეთვე, ვიზიარებთ ეუთოს მოსაზრებას, რომ მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია ხაზს უსვამს მის პასუხისმგებლობას უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც კონკურენტების შესაძლებლობები არ შეიზღუდება. ეუთოს შეფასებაში ასევე, საუბარია საჩივრებზე ამომრჩეველთა დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი,“ - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

დღის ამბები